იტალიაში, ნეაპოლში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 36 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში უკანონო ცხოვრების ცხოვრების გამოა ნასამართლევი.
მამაკაცმა ავტობუსის მოლოდინში გაჩერებაზე მდგარ ქალს მობილური ტელეფონი მოჰპარა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე, ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე იპოვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
კომენტარები