მთავარიახალი ამბებიიმერეთი

იუზა უგულავამ შესაძლოა, ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვოს

იუზა უგულავამ შესაძლოა, ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვოს

ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” მერიიდან რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ განუცხადა, რომ იუზა უგულავას მოსთხოვეს, რომ განცხადება დაწეროს და თანამდებობიდან წავიდეს.

იუზა უგულავას ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა რამდენიმე წელია უკავია, მანამდე კი ის ხონის მერის მოადგილე იყო.

უგულავას სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა მოამზადა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ქუთაისის მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებდა.

ასევე იუზა უგულავას ქუთაისში  სხვადასხვა ყოფილი და მოქმედი ბიზნესობიექტების თანამშრომლები მათი ქონებაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ.

“ინფო იმერეთი” მერის მოადგილეს სთავაზობს, სურვილის შემთხვევაში საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს – აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და რამდენად მართალია რამდენიმე წყაროს მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია.

 

კომენტარები