კამპანია “შენ ევროკავშირში” გრძელდება. ამჯერად ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას ქუთაისში შეხვდნენ. ამის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოეწყობა. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას ჯგუფის წევრები ევროკავშირის მნიშვნელობასა და ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრებენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ხვდებიან ადამიანებს, რომელთა დამსახურებითაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით.
პროექტის მიზანი, საქართველოს მასშტაბით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მოქალაქეების გაერთიანებაა.
პროექტის ფარგლებში, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი, ორგანიზაციები “წერტილი” და “რეგიონის ხმა”, მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხეს ეწვევიან.
კომენტარები