მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კამპანიის – “ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ქუთაისში გაიმართა

კამპანიის – “ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ქუთაისში გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – “ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ქუთაისში გაიმართა.

ადგილობრივებს საშუალება ჰქონდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას გასცნობოდა.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ამავე დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა.

კამპანიის ფარგლებში, სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებს მართავენ, სადაც მოზარდებს ინფორმაციას აწვდიან მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე.

კომენტარები