მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

კარასინი – რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე იმუშავებს

კარასინი – რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე იმუშავებს

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობას გააგრძელებს.

მისი თქმით, პანდემიამდე მხარეები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხის გადაწყვეტასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ.

„ვიმედოვნებთ, რომ ახლა ვითარება დასტაბილურდება“, – აღნიშნა კარასინმა.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა.

კომენტარები