მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“კარგად ეტყობა მის სტრატეგიას და ტაქტიკას ასეთი დამოკიდებულება”

“კარგად ეტყობა მის სტრატეგიას და ტაქტიკას ასეთი დამოკიდებულება”

რაც მან დღეს იკადრა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია კრიტიკოსები, ყოველ საზღვარს სცდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან დაკავშირებით წერს.

“ვილი სანიოლს პატივს ვცემდი, დიდი შედეგი მოგვიტანა. ჯერ კიდევ შესარჩევი ეტაპი იყო, შემთხვევით შევხვდი და მადლობა გადავუხადე როგორც რიგითმა გულშემატკივარმა. თუმცა, რაც მან დღეს იკადრა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია კრიტიკოსები, ყოველ საზღვარს სცდება. როდესაც ასეთი საპასუხისმგებლო პოზიცია გაქვს, მთელი ქვეყანა შენ შემოგცქერის, ვალდებული ხარ, საკუთარი ემოციები მართო. ასევე, დიდი შეცდომაა მისი დამოკიდებულება, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ჯგუფიდან გასვლას ვერც კი წარმოიდგენდა. კარგად ეტყობა მის სტრატეგიას და ტაქტიკას ასეთი დამოკიდებულება”, – წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ დღეს განაცხადა, რომ “ვიღაც ბრიყვებისგან” კრიტიკას ვერ მიიღებს.

“პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. მინდა მივიღო სწორი გადაწყვეტილებები, მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით. სასაცილოა, რადგან 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი შეურაცხყოფას მაყენებდა იმის გამო, რომ გიორგი მიქაუტაძეს სათადარიგო სკამზე ვსვამდი და ბუდუს ვათამაშებდი. ახლა კი ყოველდღე მაკრიტიკებენ ვიღაც ბრიყვები, ყოველგვარი საფეხბურთო მიზეზის გარეშე და მე არ შემიძლია ამის მიღება. მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ, მეტი არაფერი და ყველასთვის ნათელია, რომ ვინ ითამაშებს და ვინ არა მთლიანად ჩემი გადასაწყვეტია”, – განაცხადა სანიოლიმ.

კომენტარები