მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს”

“კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს”

“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით “უნამუსობასთან ერთად, არაადეკვატურობა და მავნებლობაა”.

“გვერდში დავუდექით, მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით პლაკატებზე გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის?!

არაადეკვატურია, უნამუსობასთან ერთად, არაადეკვატურობა და მავნებლობა და ჩემი აზრით, თუ ოდნავ მაინც შერჩა, აი ოდნავ, სულ ოდნავ, ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს. მათი ინტერესების გამტარებელი გახდა, სამწუხაროდ”, – განაცხადა ზარქუამ.

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად პირველად მოიხსენია.

მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.

კომენტარები