მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“კლინიკაში გადაყვანა დააგვიანეს” – ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

“კლინიკაში გადაყვანა დააგვიანეს” – ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. 44 წლის დემნა გაბელია სასჯელს მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა.

ოჯახის ცნობით, მას ბადრაგთან შელაპარაკება მოუვიდა, დასჯის მიზნით პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ კარცერში გადაიყვანა.

ნათესავები ამბობენ, რომ პატიმარი საავადმყოფოში დიალიზის პროცედურის ჩასატარებლად 10 დღე მერე, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ნათესავების თქმით, იმის გამო, რომ მისი გადაყვანა კლინიკაში დაგვიანდა, მამაკაცს სეფსისი განუვითარდა.

ოჯახის წევრების განმარტებით, პატიმრის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე ექიმების მიერ შეფასდა როგორც კრიტიკული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

პატიმარი დემნა გაბელია საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

“სამხარაულის ექსპერტმა დადო დასკვნა, რომ ეს არის გვიან შემოყვანილი, გარდაცვლილია ციხეში. ეს ვიცი მარტო, რომ დიალეზი სჭირდებოდა, ძალიან ჯანმრთელი ბიჭი, მოვლილი, მოწესრიგებული არ მინდა ზედმეტი ქება გავაკეთო, რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, უპატრონოც რომ იყოს, პატიმარი როგორ უნდა მოუკვდეს ციხის უფროსს, დიალიზი სჭირდება და არ გაიყვანონ და მოკვდეს, ეს მაინტერესებს, ამის პასუხი”, – აცხადებს ნათესავი.

კომენტარები