იმერეთში “კოალიცია ცვლილებებისთვის” კიდევ ერთი ოფისი ზესტაფონში გაიხსნა.
ადგილობრივების თქმით, როგორც მთელ საქართველოში, ზესტაფონშიც ხალხს უკიდურესად უჭირს, “ქართულ ოცნებას” კი 12 წლის განმავლობაში ელემენტარული პრობლემა არ მოუგვარებია და 26 ოქტომბერს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ცვლილებების ირგვლივ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება.
“ხალხს უნდა დაუბრუნდეს ძალაუფლება. უდიდესი მორალური უპირატესობა იგრძნობა ყველა იმ ქალაქში, სადაც კოალიცია ხსნის საარჩევნო შტაბებს. ხალხის ნება იქნება ძალიან ძლიერი და “ოცნება” არჩევნების გაყალბებას ვერ გაბედავს. მნიშვნელოვანია აქტიურობა და კოალიციური მთავრობა არის გარდაუვალი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” საარჩევნო შტაბები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში გახსნილია.
კომენტარები