მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები იმერეთში, ახალგაზრდებისთვის მოწყობილ ბანაკს ესტუმრნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები იმერეთში, ახალგაზრდებისთვის მოწყობილ ბანაკს ესტუმრნენ

იმერეთში, ახალგაზრდებისთვის მოწყობილ ბანაკს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები სტუმრობდნენ.

ახალგაზრდებმა პოლიტიკოსებთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვეს. ბანაკში მყოფებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან მათი ხედვები და გეგმები მოისმინეს.

ბანაკში შემეცნებითი აქტივობების გარდა, გასართობი და სპორტული ღონისძიებებიც იმართება.

“ჩვენი ამოცანა ინფორმირება არ ყოფილა, უფრო მათი ინტერესის დაკმაყოფილება იყო  იმასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ რა გვაწუხებს, როგორ ვაპირებთ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლას და ჩვენ გვაინტერესებდა მათ რა აწუხებთ და რა არის მათი პრიორიტეტები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აქ არ არიან ჩვენი მომხრეობის ნიშნით მოყვანილი ადამიანები, აბსოლუტურად ნეიტრალურები არიან და არჩევანის გაკეთება უნდათ ისეთის, რომელიც იქნება სწორი მათთვის და ქვეყნისთვისაც”, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები