მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

კობახიძემ კულტურის მინისტრი დანიშნა და სპორტის მომავალი მინისტრი წარადგინა

კობახიძემ კულტურის მინისტრი დანიშნა და სპორტის მომავალი მინისტრი წარადგინა

არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაყოფას აპირებს. ცალკე ჩამოყალიბდება კულტურის და ცალკე სპორტის სამინისტროები. იქამდე კი კულტურისა და სპორტის მინისტრად კობახიძემ თინათინ რუხაძე წარადგინა.

სპორტის მინისტრი ამ სამინისტროს ჩამოყალიბების შემდეგ შალვა გოგოლაძე იქნება, იქამდე კი ის კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის [თინათინ რუხაძე]  პირველი მოადგილის მოვალეობას შეასრულებს.

წულუკიანმა მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ის ქართული ოცნების 2024 წლის საარჩევნო სიის ათეულში დაასახელეს.

კომენტარები