სამშენებლო კოლეჯ “კონსტრუქტ2”-ში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების კურსდამთავრებულების პირველი გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
კონსტრუქტ2-ის მიერ გადამზადებული კადრების 90%-ზე მეტი უკვე დასაქმებულია კოლეჯის პარტნიორ კომპანიებში, როგორც ადგილობრივ, ასევე ქვეყნის მასშტაბით.
“ჩვენი, როგორც კოლეჯის, მთავარი მიზანია დამსაქმებლებს მივაწოდოთ კადრები, რომლებიც შრომის ბაზრის სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით და უნარებით არიან აღჭურვილი. და კონსტრუქტ2-ი ნამდვილად ამზადებს ევროპული, მაღალი ხარისხის ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს. პროფესიონალი კადრებით მომარაგებული გამართული ბიზნეს სექტორი კი ეკონომიკის განვითარების და ქვეყნის წარამტების ფუნდამენტია“ – აცხადებს კოლეჯის დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. სადიპლომო, გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება პირველად დასავლეთის მასშტაბით კოლეჯმა 2019 წელს დაიწყო.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
კომენტარები