სამშენებლო კოლეჯი “კონსტრუქტ2” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სამშენებლო კომპანია ბიქეი ქონსთრაქშენის საერთო პროექტია, რომელიც ზესტაფონში მდებარეობს და მიზნად ისახავს პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას სამშენებლო სექტორში.
“კონსტრუქტ2” სამშენებლო მიმართულებით, მომზადების პროგრამებზე წელიწადში 3-ჯერ აცხადებს მიღებებს. პროგრამებზე სწავლა და საერთო საცხოვრებლით სარგებლობა დაფინანსებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
პროგრამების ხანგრძლივობა 4.5 თვეა, აქედან 2 თვის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს ზესტაფონში, კოლეჯის ბაზაზე, ხოლო შემდეგი 2.5 თვე არის ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკები ბიქეის ობიექტებზე.
პროგრამის დასრულების და სერტიფიკატის აღების შემდეგ, სტუდენტებს ბიქეი ქონსთრაქშენი კომპანიაში დაასაქმებს.
საგაზაფხულო მიღებები უკვე დაწყებულია კალატოზ-მებათქაშის, მეარმატურე-მექარგილისა და შემდუღებლის პროგრამებზე და გაგრძელდება 20 აპრილამდე.
კომენტარები