Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 182 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 34 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 5 885 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 368 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 225 პირი, გარდაიცვალა 8 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.25%
კომენტარები