მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვა და სანქციები – USAID-ის დოკუმენტი საქართველოს შესახებ

კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვა და სანქციები – USAID-ის დოკუმენტი საქართველოს შესახებ

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ფესვგადგმული კორუფციისა და კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით, სახელმძღვანელო პრინციპებსა და მითითებებს ითვალისწინებს.

USAID-ის კორუფციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ავტორობით გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ, კორუფციისა და კლეპტოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურა, რაც უნდა გახდეს აშშ-ის მთავრობის მიერ შეფასების საგანი და ისეთი პოლიტიკური ბერკეტების ამოქმედების საფუძველი, როგორიც არის კორუმპირებული მთავრობის წევრთა აქტივების გაყინვისა და კორუფციულ სქემებში ჩართული, მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

დოკუმენტში საქართველოში არსებულ კლეპტოკრატიასა და კორუფციის გამომწვევ შედეგად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებაზე დაყრდნობით, დასახელებულია ოლიგარქის მიერ სახელმწიფოს მიტაცების ფაქტი, ფარული ბიზნეს გარიგებები რუსეთში, საქართველოს ეკონომიკის მზარდი დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკასა და კორუმპირებული თანამდებობის პირთა დაუსჯელობა.

დეკლეპტიფიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2004-2012 წლებში, საქართველომ გაატარა საჯარო სექტორის, საგადასახადო კანონმდებლობის, პოლიციისა და სხვა ინსტიტუციური რეფორმები, რამაც მკვეთრად შეამცირა ქვეყანაში კორუფციის, მექრთამეობისა და კლეპტოკრატიის დონე.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო დასახელებულია იმ 14 ქვეყანას შორის, რომელმაც USAID-ის დახმარებით, 2004-2012 წლებში განხორციელებული, წარმატებული ინსტიტუციური რეფორმებით მაგალითი მისცეს სხვა ქვეყნებს რეგიონში და შეძლებს შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენება დეკლეპტიფიკაციისთვის.

კომენტარები