მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კულტურის კომიტეტმა 2023 წლის ანგარიშში გელათის მონასტრის პრობლემები არ შეიტანა

კულტურის კომიტეტმა 2023 წლის ანგარიშში გელათის მონასტრის პრობლემები არ შეიტანა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშში გელათის მონასტრის პრობლემაზე და განადგურებულ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი.

35-გვერდიან ანგარიშში მრავლადაა პროტოკოლური ფოტოები, კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან შეხვედრის მოკლე ანოტაციები, სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებები და სხვა მეორე ხარისხოვანი დეტალები.

ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სამინისტროსა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, გელათთან დაკავშირებულ პრობლემებზე უწყების არც ერთ წარმომადგენელს არანაირი ყურადღება არ გაუმახვილებია.

“ვხედავთ 35-გვერდიან ანგარიშს, სადაც გელათზე არც ერთი სიტყვაც კი არ წერია. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო, მაგრამ რეალობაა ასეთი. როდესაც ხელისუფლება ამ წლების მანძილზე ამ საკითხს აიგნორებდა, ამიტომ მივიღეთ ეს ტრაგედია გელათში შექმნილი მდგომარეობის სახით. ბერკეტები კომიტეტს ბევრი აქვს, მაგრამ არ აღმოაჩნდათ სურვილი იმისა, რომ რაიმე პოზიტიური როლი ეთამაშა ამ საკითხში, რამდენადაც ახლა მათ არ აქვთ უნარი, წინააღმდეგობა გაეწიათ მინისტრისთვის. ისინი არჩევენ სამარცხვინო გზას და ამ საქმიანობის ანგარიში შეიძლება, რომ შეფასდეს ერთი სიტყვით და ეს ერთი სიტყვა არის სამარცხვინო”, – აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.

კომენტარები