ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია – ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან +209 კგ. კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ძალოსნის ტიტული.
მან ორჭიდის ჯამში 492 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია.
ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო.
კომენტარები