მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ლევან დავითაშვილი – ხელფასები საკმაოდ არის გაზრდილი

ლევან დავითაშვილი – ხელფასები საკმაოდ არის გაზრდილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელფასები და შემოსავლები ქვეყანაში გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ყველაფერი კეთდება.

“ამას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ვსაუბრობთ ინვესტიციებზე და ერთ-ერთი კონტრიბუტორი პირდაპირი ინვესტიციებია, თუმცა არა მხოლოდ. ამიტომ, გვინდა, გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა ისე, რომ გვქონდეს მეტი შემოსავალი, საშუალება, რომ ხელფასები უფრო იზრდებოდეს. საქსტატმა საკმაოდ საყურადღებო კვლევა გამოაქვეყნა. პოზიტიური ელემენტიც იყო, საკმაოდ გაზრდილია ხელფასები, საშუალო ხელფასი, მაგრამ არის კიდევ დიდი პოტენციალი იმ კუთხით, რომ დავინახეთ, მაგალითად, კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია განსხვავება, თუმცა მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ რამდენიმე წელში ჩვენ უნდა დავაწიოთ კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეების ანაზღაურება. ქვეყანას მოუწევს ბევრი კომპლექსური ნაბიჯის გადადგმა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინფლაცია ნელი ტემპით, მაგრამ მცირდება, თუმცა ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის სამიზნე მაჩვენებლისგან.

კომენტარები