მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ლევან იოსელიანმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა

ლევან იოსელიანმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა და პანსიონში მცხოვრებ ბენეფიციარებს, დაწესებულების პერსონალს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა დაათვალიერა საცხოვრებელი ტერიტორია, კვების ბლოკი, გაეცნო ინფრასტრუქტურას და პანსიონში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს; დაინტერესდა სამედიცინო სერვისების ხარისხითა და ხანდაზმულთა სხვადასხვა აქტივობებით.

“სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად ატარებს ქვეყანაში მოქმედი პანსიონატების მონიტორინგს, ეცნობა არსებულ მდგომარეობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც ასევე ასახულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში”, – აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

კომენტარები