მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს”

“ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობა დატოვოს”

მძიმე კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ლევან ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის მოქმედმა ხელმძღვანელობამ ვერ გაამართლა მოლოდინი და ვერ შეასრულა დაპირებები.

“ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც დავიწყე საუბარი ენმ-ში ცვლილებების აუცილებლობაზე და ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილში მეტი აქტიურობა და პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით უნდა ყოფილიყო დადებითი შედეგები. თუმცა ეს ასე არ მოხდა და მე მაქვს პასუხისმგებლობა, მქონდეს ჩემი პოზიცია შექმნილ ვითარებაზე.

სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის,ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას და თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას და მე ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს.

ამ შემთხვევაში გამოსავალია, აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოწვეულ იქნეს მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით და ეს პოლიტსაბჭოს აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს და  მთელი 2024 წლის განმავლობაში, სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას”, – განაცხადა მუმლაძემ.

კომენტარები