მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ლენტეხში მერის სამუშაო კაბინეტი დაცხრილეს და შემდეგ ოთახი დაწვეს

ლენტეხში მერის სამუშაო კაბინეტი დაცხრილეს და შემდეგ ოთახი დაწვეს

შეიარაღებული თავდასხმა ქვემო სვანეთში – ლენტეხის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ონიანის სამუშაო კაბინეტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ამის შემდეგ კი სამუშაო ოთახში ხანძარი გააჩინეს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან იდენტიფიცირებული.

შემთხვევის დროს ონიანი თბილისში იმყოფებოდა.

შსს ეძებს პირს ან პირებს, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით ორგანიზებულად შევიდნენ მერის სამუშაო კაბინეტში და მისი კაბინეტი დაცხრილეს.

კომენტარები