მთავარიახალი ამბებისლაიდი

ლექსო რაფავა – სამარცხვინო ფაქტი იყო, ასეთი მართლმსაჯულება მე არ გამიგია

ლექსო რაფავა – სამარცხვინო ფაქტი იყო, ასეთი მართლმსაჯულება მე არ გამიგია

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას მომდევნო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს გაიმართება.

ლექსო რაფავა სასამართლო პროცესზე დღეს პირველად მიიყვანეს, სადაც მან დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 21 ოქტომბრის ღამეს, როცა სახლში ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სპეცრაზმი შეიჭრა, სპეცრაზმელებმა მათივე მიტანილი ხელყუმბარა კარადაში მოათავსეს, იარაღი საწოლის ქვეშ დადეს და გააფორმეს ისე, თითქოს ეს ნივთები რაფავას ეკუთვნოდა.

“არანაირი მოტივი არ იყო ჩემი აღკვეთის ღონისძიების, სამარცხვინო ფაქტი იყო, თითქოს და მე, ჩემი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს რამე, გადაჭრილი ხელთათმანები და ჩემ კრიმინალურ იმიჯს „აპრავებდა“ სასამართლო პროცესს, რომ დაერწმუნებინა სასამართლო, თითქოს ჯგუფის წევრები მყავდა, შეცდომაში შეჰყავდა სასამართლო. ასეთი მართლმსაჯულება მე არ გამიგია”, – განაცხადა ლექსო რაფავამ.

პროცესის პარალელურად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ლექსო რაფავას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

კომენტარები