მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მამაოების შავი ჯიპები ანადგურებენ ტაძრის ეზოში არქეოლოგიურ ფენებს”

“მამაოების შავი ჯიპები ანადგურებენ ტაძრის ეზოში არქეოლოგიურ ფენებს”

გიდი ლაშა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ათობით მანქანას აპარკინგებენ, რაც ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ ცივილიზაციის კერას გამოუსწორებელ საფრთხეს უქმნის.

„მეგობრებო, ვისაც ხმა მიგიწვდებათ და საღი აზრი თუ ვინმეს შერჩენია მანდ, ყველას უმორჩილესად გთხოვთ აკრძალონ ეს სიგიჟე.

ბაგრატის ტაძრის ეზოში ათობით მანქანას აპარკინგებენ და ქაოსურად მოძრაობენ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე…

ავტომობილების განუკითხავი მოძრაობა, გინდათ მათი იქ დგომა აზიანებს, უფრო სწორად ანადგურებს არქეოლოგიურ ფენებს, ამ უძველეს და ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ ცივილიზაციის კერას, უქმნის გამოუსწორებელ საფრთხეს.. ასე აღნიშნეს წუხელ შობა“, – წერს ლაშა ბერეკაშვილი.

 

კომენტარები