გელათის ტაძრის წინამძღვრის, მამა იოსებ ბურჯანაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
მამა იოსებ ბურჯანაძე დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
გასული წლის 16 იანვარს გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.
არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.
სასულიერო პირს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.
მამა იოსებ ბურჯანაძე გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ქუთაისში ათასობით ადამიანი ჩავიდა.
კომენტარები