მთავარიახალი ამბებისლაიდი

მამუკა მდინარაძე – სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

მამუკა მდინარაძე – სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ

თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი “ქართული ოცნების“ დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე, მაგრამ როგორც კი ვინმე გაბედავს საპასუხო მსგავსი რეაქცია ჰქონდეს, ის დააბულინგოთ, მათ შორის დეპუტატი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დიმიტრი სამხარაძესთან დაკავშირებით განაცხადა.

“ნაცმოძრაობის” მედია რას ალაგებს – თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე, არასრულწლოვან შვილებზე, მათ მომხრეებზე, მაგრამ, როგორც კი ვინმე გაბედავს საპასუხო მსგავსი რეაქცია ჰქონდეს, ის დააბულინგოთ, მათ შორის დეპუტატი, რომელიც საპასუხო რეაქციის საფუძვლად შეიძლება ვერც კი ყვებოდეს.

როდესაც თქვენ არ იმჩნევთ იმ ფაშიზმსა და ბოლშევიზმს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის”, მისი აქტივისტების მხრიდან მოდის და იმჩნევთ მხოლოდ ამაზე საპასუხო რეაქციას ეს არის ორმაგი სტანდარტის უიშვიათესი გამოვლინება, ამიტომ გპასუხობთ ასე.

თუ შეიძლება ახლა სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მოქალაქე ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს “ქართული ოცნების” დეპუტატ, დიტო სამხარაძესთან მიმოწერას, სადაც პოლიტიკოსი მას ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. თავის მხრივ სამხარაძე აცხადებს, რომ სულაშვილს სახელით და ყალბი ექაუნთით მიწერეს, “თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი”.

კომენტარები