წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში გაუჩინარებული ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.
რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პროზექტურაშია გადასვენებული.
ახალგაზრდა ბიჭი მდინარე ლეხიდარში გუშინ, 2 აპრილს ოჯახის წევრების თანდასწრებით გაუჩინარდა.
კომენტარები