მთავარიახალი ამბებისლაიდი

სოფელ ლეხიდრისთავში მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 45 მეხანძრე-მაშველია ჩართული

სოფელ ლეხიდრისთავში მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 45 მეხანძრე-მაშველია ჩართული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოფელ ლეხიდრისთავში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის მართვის ცენტრ “112”-ში მიმდინარე წლის 2 აპრილს შემოვიდა შეტყობინება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხიდრისთავში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ. ინიციატორის განცხადებით, მოქალაქე მდინარე ლეხიდრეს სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა და გაუჩინარდა.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში სოფელ ლეხიდრისთავში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით გამოცხადდნენ და დაიწყეს გაუჩინარებული მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ოპერაციაში ჩაერთო 45 მეხანძრე-მაშველი, რომელთა მიერ, ამ დროისთვის, მიმდინარეობს მდინარის სანაპირო ზოლის და ზედაპირის დათვალიერება. ასევე, ტერიტორიის მონიტორინგი ხდება საფრენი აპარატის, დრონის მეშვეობითაც.

გარდა ამისა, ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფი და სპეციალური მცურავი საშუალებები.

ტერიტორიაზე მოწყობილია საველე შტაბები, მდინარე რიონსა და ლეხიდრეს შესართავთან მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები და მიმდინარეობს 24 საათიანი მონიტორინგი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები