ქუთაისის გასასვლელში ავტომობილი ხიდიდან მდინარე წყალწყითელაში გადავარდა.
დაღუპულია ორი ადამიანი – ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი.
თვითმხილველების თქმით, მანქანაში მყოფმა კიდევ სამმა ახალგაზრდამ გაცურვა შეძლო. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, “მერსედესის” მარკის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირი გაანგრია.
ადგილზე ახალგაზრდების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებული.
კომენტარები