მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მდუმარე იმერეთის გუბერნატორი და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები

მდუმარე იმერეთის გუბერნატორი და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები

უკრაინა მეორე დღეა, რუსეთის მიერ იბომბება. მეგობარი ქვეყნის სოლიდარობის ნიშნად, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მედია, მედიკოსები, გიდები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და ზოგადად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია გამართეს.

ქუთაისის მიერ უკრაინის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობის აქციაზე იყო ყველა გარდა “ქართული ოცნებისა”.

იმერეთის გუბერნატორს და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების არცერთ მერს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე აგრესია არ დაუგმია.

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აგრესორის მიერ ამ დრომდე იბომბება უკრაინის ქალაქები, ოკუპანტები კიევში დაკავებას ცდილობენ. ბრძოლების შედეგად ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის მხრიდან 137 ადამიანია დაღუპული, დაჭრილია 316. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დიდია დანაკარგი ოკუპანტის რიგებში – განადგურებულია ასობით რუსი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა. უკრაინელი სამხედროები მტერს ამ დრომდე ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ.

კომენტარები