“მედიასთან ომს ვერავინ მოიგებს”- ამ დევიზით ქუთაისში ჟურნალისტებმა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლები “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სასამართლო პოლიტიკური დირექტივებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
“სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე, მცდელობაა, რომ რუსეთი საქართველოს უკანა ეზო გახდეს. დღეს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პუტინის საოკუპაციო ხაზმა, “მთავარ არხში” გადმოინაცვლა და პუტინის საამებლად, მედიახელმძღვანელი ნიკა გვარამია დააკავეს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომენტარები