მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მედიისა და NGO სექტორის წარმომადგენლები ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვედრაზე იწვევენ

მედიისა და NGO სექტორის წარმომადგენლები ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვედრაზე იწვევენ

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.

“ბატონო ზაზა, ჩვენ, იმერეთში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გამოვხატავთ სურვილს და საჭიროებას გაიმართოს შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შეხვედრის გამართვის ადგილად გთავაზობთ “ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს”, რომელიც მდებარეობს აკაკი წერეთლის 69. რაც შეეხება თარიღს, შეგიძლიათ 23-27 აპრილის შუალედში თქვენთვის მისაღები დრო შემოგვთავაზოთ. მოგიწოდებთ, შეხვედრის შესახებ თქვენი მხრიდან დროსთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 22 აპრილისა.

ჩვენ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ხართ თქვენ. თქვენგან, როგორც ჩვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ველით კონსტრუქციულ დისკუსიას.

ჩვენ იმერეთში, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვთვლით, რომ ეს კანონპროექტი თქვენი მხრიდან არ უნდა იყოს მხარდაჭერილი და რომ თქვენ ჩვენი ინტერესები არ გაატარეთ.

მკაფიოდ გვსურს გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ჩვენი არჩევანი და იგი უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან”,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

აღნიშნული შეთავაზება მაჟორიტარ დეპუტატს მეილზე გაეგზავნება.

განცხადებას ხელს აწერენ:

“ინფო იმერეთი”;

სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG);

“ქუთაისიპოსტი”;

“მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD)”;

სამართლიანი არჩევნების (ISFED) რეგიონული ოფისი;

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ქუთაისის რეგიონული წარმომადგენლობა”;

ქალთა ასოციაცია “ვაკეთოთ ერთად” (WAAT);

სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში”;

რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”;

“განათლება და სამყარო”;

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD);

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”;

საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge ;

სამოქალაქო თეატრი;

ააიპ “დრანდა”;

ინტერნეტგამოცემა P.S.

ტელეკომპანია “მეგა ტვ”

ზაზა ლომინაძე ერთ-ერთია იმ 83 დეპუტატს შორის, რომელმაც პირველივე მოსმენაზე რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.

კომენტარები