“ძირითად, მევახშეები არიან წინა ფლანგზე გამოსული ძალიან ძლიერი კრიმინალები. გინდ ხელისუფლებაში იყოს, კრიმინალია, როდესაც შავ ფულს ათეთრებს“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
“უმწვავესი სოციალური პრობლემაა, როგორია, ადამიანს რომ გამოასახლებენ, გინდ ზამთარი იყოს და გინდ ზაფხული, წარმოუდგენელია. მე მაინც გავყოფდი საბანკო თემას და მევახშის თემას ერთმანეთისგან და რატომ – ვინ არის მევახშე? მევახშე ძირითად შემთხვევაში მუშაობს არა თავის ფულით, არამედ, კრიმინალური ფულით და ორი ამოცანა აქვს, იმ ჯგუფებს (და ეს არის კორუფციული ჯგუფები, მათ შორის, შეიძლება პოლიციაშიც შიგნით და ამიტომ არიან ასეთი აქტიურები), რომლებსაც აქვთ შავი შემოსავალი, აგრეთვე არიან კრიმინალური ჯგუფები, ნარკობიზნესი, და ა.შ. გარდა იმისა, რომ ბრუნვაში უნდა გაუშვან, სჭირდება ლეგალიზაცია ანუ გათეთრება. ანუ, ორი ამოცანა აქვთ, განა ის მხოლოდ, რომ მაღალი შემოსავალი მიიღონ, არამედ ამოცანაა, რომ ფული გაათეთრონ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მარტივად ნუ შევხედავთ, ამ ბოროტების სათავე უნდა ვეძებოთ ხელისუფლებაში, ხელისუფლების ამა თუ იმ რგოლში, ან კრიმინალურ ავტორიტეტებთან და ამის გარკვევა, პოლიტიკური ნება თუ არის, ძალიან მარტივია, რომელი მევახშის უკან რა შავი ფული დგას. საერთოდ, ძირითადად, მევახშეები არიან წინა ფლანგზე გამოსული ძალიან ძლიერი კრიმინალები. გინდ ხელისუფლებაში იყოს, კრიმინალია, როდესაც შავ ფულს ათეთრებს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში.
კომენტარები