მეორე დღეა, რომის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით რეისი ვერ სრულდება.
ასობით მგზავრი მეორე დღეა, ფრენის მოლოდინშია, თუმცა მათი ტრანსპორტირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
რომის აეროპორტში მყოფი მგზავრების ნაწილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოიძახეს.
ისინი დახმარების თხოვნით მიმართავენ იტალიაში საქართველოს საელჩოს, თუმცა მგზავრების თქმით, საელჩოს წარმომადგენლები მათ ყურადღებას არ აქცევენ.
კომენტარები