UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის. ამიტომ მე მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა, – ამის შესახებ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებით წერს.
“ეს იყო პიოტრ იანის ბრძოლის შემდეგ. მეგონა ამ არასწორს მოლოცვა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა ჩემი ბრძოლაში გამოწვევა უნდოდა. ესეც მოხდა მეორე დღეს UFC-მ ამ ბრძოლაზე კონტრაქტი გამომიგზავნა და ფაქტობრივად მიჩალიჩებდნენ ყველა. რადგან 2 თვეში ისევ უნდა მებრძოლა ურეიტინგო ძლიერ მებრძოლთან მაშინ როცა ვერც დასვენებას მოვასწრებდი და ვერც მომზადებას ახალი ბრძოლისთვის.
მე ზედიზედ 9 გამარჯვება მქონდა მოპოვებული. რეიტინგშიც N1 ვიყავი. უმარს დიდი ამბიციები და სპორტული უპატივცემულობა ამოძრავებდა ჩემს მიმართ.
ქართველებო, რომ იცოდეთ ეს ბიჭი არასწორია ჩემთან და არ დაუმსახურებია ჩემთან ბრძოლა. თუმცა იმიტომ რომ ხაბიბის ბიძაშვილია, ამასაც თეთრი ფაფახი აქვს, დაუმარცხებელია, არაბი შეიხებიდან ფინანსური მხარდაჭერა აქვს, რომლებიც ასპონსორებენ UFC-ის, UFC-იც ხელს უწყობს და შეახვედრეს N2-ს რომ რეიტინგშიც კარგად ჩამჯდარიყო.
მოკლედ UFC-ს აწყობს ამის გაჩემპიონება, რადგან ფინანსურად მომგებიანი იქნება ორგანიზაციისთვის.
ამიტომ მე მზად ვარ ვებრძოლო მას შემდეგი და მივიღო ეგ გამოწვევა.
ამასაც ვასწავლი ჭკუას და პატივისცემას…”, – წერს დვალიშვილი.
კომენტარები