მთავარიახალი ამბებისლაიდი

მერიის შესაბამის სამსახურს ნარჩენების გატანა დაავიწყდა – “ნაგავი აღარ გააქვთ, საშინელება ხდება”

მერიის შესაბამის სამსახურს ნარჩენების გატანა დაავიწყდა – “ნაგავი აღარ გააქვთ, საშინელება ხდება”

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მერიის შესაბამის სამსახურს ნარჩენების გატანა დაავიწყდა.

პასელოკის დასახლებაში ურნები ნაგვით არის სავსე, ნარჩენებს კი მიუსაფრი ცხოველები შეესივნენ.

“ანტისანიტრიის კერად იქცა პასელოკი. ნაგავი აღარ გააქვთ, უმეთვალყურეოდ დარჩენი ცხოველები კი ამ ნარჩენებს ქექავენ და საშინელება ხდება ჩვენს უბანში”, – აცხადებს ადგილობრივი ნუნუ ვარდანიძე.

ქუთაისელები ამბობენ, რომ ქალაქი გადათხრილი, სამუშაოები მიტოვებული, ქუჩები პარალიზებული და უბნები ნარჩენებით არის სავსე.

კომენტარები