მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მერი ალბათ, ისვენებს, ჩვენ გადაადგილება გვიჭირს“ – ქუთაისელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

“მერი ალბათ, ისვენებს, ჩვენ გადაადგილება გვიჭირს“ – ქუთაისელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ქუთაისში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გაუწმენდავი გზების გამო მსუბუქი ავტომობილები და ტრანსპორტი შეზღუდვებით მოძრაობს.

ქვეითად მოსიარულეები კი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერია მოსახლეობის საჭიროებებს ადეკვატურად ვერ პასუხობს.

“საათნახევარია ტრანსპორტს ვუცდი, თუმცა უშედეგოდ, არასამუშაო დღე რომ არის, სავარაუდოდ, მერი და პასუხისმგებელი პირები ისვენებენ. ხალხი კი ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვართ, არ ვიცი, როდის მოვა ტრანსპორტი, ან შეიძლება, სულაც ფეხით მომიწიოს წასვლა“, – აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები