დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ბუსტერდოზით 8 ათასამდე ადამიანი აიცრა.
“დღევანდელი მონაცემებით, 8 ათასამდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა “სინოფარმზე” იყავი აცრილი, “სინოვაკზე” თუ “ფაიზერზე”, სასურველია, რომ აიცრან 6 თვის შემდეგ. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ.
როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
კომენტარები