მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მეუფე ანტონი – არ მსურს, ტელევიზიებიდან ველაპარაკო ჩემს ხალხს

მეუფე ანტონი – არ მსურს, ტელევიზიებიდან ველაპარაკო ჩემს ხალხს

თქვენ უნდა დაელოდოთ სინოდის გადაწყვეტილებას, ჩვენ არ ვართ წინასწარ აჟოტირების მომხრე, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“თქვენ უნდა დაელოდოთ სინოდის გადაწყვეტილებას, ჩვენ არ ვართ წინასწარ აჟოტირების მომხრე. ეკლესია არის იერარქიული წყობა, ეს არ არის დემოკრატიული წყება. იერარქიულ წყებაში არის მოთმინება, დაელოდეთ თქვენც გადაწყვეტილება. ვიმსჯელებთ თუ არა გელათზე, ყველაფერს გაიგებთ ჩვენი სხდომის შემდეგ.

მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ იქ, სადაც არის ჩემი პოზიცია დასაფიქსირებელი. საზოგადოებას აინტერესებს და ელის ჩვენგან და არა თქვენგან და მიიღებს ჩვენს პოზიციას. მე არ მსურს, ტელევიზიებიდან ველაპარაკო ჩემს ხალხს”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კომენტარები