მთავარიახალი ამბებიქუთაისი

მეუფე იოანე მიხეილ სააკაშვილზე – რუსეთუმეობა და მიკირტუმას ტერმინები თავისთვის დაიტოვოს

მეუფე იოანე მიხეილ სააკაშვილზე – რუსეთუმეობა და მიკირტუმას ტერმინები თავისთვის დაიტოვოს

ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა, – ამის შესახებ ქუთაისელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იოანემ განაცხადა.

„სააკაშვილის რეაქცია მე არ მაკვირვებს. მისი საოცარი უნარი, არაადეკვატურად გაშუქება მოვლენებისა, მსოფლიოში ცნობილია. მე ვიტყოდი, რომ თავდასხმა ხდება ერის ცნობიერებასა და კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც იჯერებენ ბატონ მიხეილის ვერსიებს, რაც რეალობას არ შეესაბამება. მე ნდობას ვუცხადებ სასამართლოს, რომელიც ეტაპობრივად განიხილავს ყველა იმ ტრაგიკულ მოვლენას, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში დატრიალდა. 7 ნოემბერი იქნება ეს, 26 მაისი, ცხინვალის ტრაგედია თუ სხვა. თუ ეყოფა გულწრფელობა და ვაჟკაცობა ბატონ მიხეილს მაშინ ეს ყველაფერი აღიაროს. თუ ეს თავდასხმაა, მაშინ თავი დაიცვას და ამ ფაქტებზე პასუხი გასცეს. რუსეთუმეობა და მიკირტუმას ტერმინები თავისთვის დაიტოვოს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

 

კომენტარები