მთავარიახალი ამბებისლაიდი

მეუფე იოანე – მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს, ვინ იყო მკვლელი თქვენ არ იცით?!

მეუფე იოანე – მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს, ვინ იყო მკვლელი თქვენ არ იცით?!

უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე, რომ მკვლელობას მკვლელობა ქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს და აღიაროს, რომ მკვლელობა ჩაიდინა, – ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა შერიგებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დანაშაული აღიარებული უნდა იყოს და თუ აღიარებული იქნება, მაშინ შენდობილი იქნება.

“ჩემს სიტყვას, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს მაშინ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი. ვინ უსმენს ჩემს სიტყვებს?! არავინ უსმენს და ვინც უსმენს ამახინჯებს ხოლმე. სახარებისეულ სიტყვებს გეტყვით ყველასთან გქონდეთ მშვიდობა გარდა იმისა, ვინც პირში გეუბნება მეგობარი ვარ და ზურგს უკან მტერია შენი. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე ხალხი, ჩვენი სარწმუნოებით და სულისკვეთებით.

მშვიდობა არის ერთობა, მაგრამ ერთობა შეიძლება მოხდეს რწმენის სიმართლის წყალობის საფუძველზე. და როცა არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის სადაო საკითხები უნდა შეთანხმდნენ ამ სადაო საკითხებზე, დანაშაული აღიარებული უნდა იყოს და თუ აღიარებული იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე, რომ მკვლელობას მკვლელობა ქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს და აღიაროს, რომ მკვლელობა ჩაიდინა. ვინ იყო მკვლელი თქვენ არ იცით?! ჩემზე მეტი ინფორმაცია თქვენ გაქვთ ხოლმე. უკაცრავად, ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა?! რა, ეს თქვენი აზრით, არ იყო მკვლელობა?!”, – აცხადებს მეუფე იოანე.

კომენტარები