მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი – გელათი არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ის უნდა შევინარჩუნოთ

მეუფე ნიკოლოზი – გელათი არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ის უნდა შევინარჩუნოთ

გელათი არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ის უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად, ეს არის ჩვენი პოზიცია, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სინოდის სხდომაზე გელათთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

“ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია და ვზრუნავთ”, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

გელათთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა მეუფე იაკობმაც.

“გელათთან დაკავშირებით ამ დღეებში შედგება კომისიის სხდომა და ეკლესიის პოზიცია იცით. შეხვედრა იქნება და როცა გამობრძანდებიან შეხვედრიდან მერე კითხეთ. ახლა მთავარია, ძეგლი გადავარჩინოთ, ალბათ, დიდი ხანია, ბევრის პასუხისმგებლობის საკითხია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები