საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, ტყეში დროებით გადატანილ თითოეულ სკაზე მეფუტკრე 10 ლარს გადაიხდის.
მთავრობის ახალ დადგენილება ძალაში 17 მაისიდან შევიდა.
ამ დადგენილებით, ცვლილება შევიდა ტყით სარგებლობის წესში და მას ახალი მუხლი – „ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის საფასური“ დაემატა.
ეს საფასური მეფუტკრეებისთვის 1 სკაზე წლიურად 10 ლარით განისაზღვრა.
კომენტარები