ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ხანძრის დროს მეხანძრე-მაშველებმა 4 თვის კნუტი გადაარჩინეს.
ცეცხლი ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
ხანძრის დროს ბინაში 40 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეხანძრეებმა ცეცხლიდან კნუტის გამოყვანაც შეძლეს.
კომენტარები