მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მე კანონპროექტის შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ის კანონპროექტია”

“მე კანონპროექტის შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ის კანონპროექტია”

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა ნებისმიერი საქმიანობა გამჭირვალე უნდა იყოს.

“მე კანონპროექტის შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ის კანონპროექტია. ნებისმიერი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა იყოს კანონმდებლობასთან თანხვედრაში”, – აცხადებს ხახალეიშვილი “მეგა ტვ”-თან  “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის მიმართვის საპასუხოდ.

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციამ ქალაქის მერს მიმართა, რას ფიქრობს მესამე სექტორიდან პოლიტიკაში გადასული ხახალეიშვილი, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის მერს თითქმის 20-წლიანი სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და მათთვის საინტერესოა დღევანდელი მისი პოზიცია ე.წ. რუსულ კანონზე.

კომენტარები