მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მე რომ არ მქონდა მთავრობის იმედი, ჩემით შევედი ევროპაში”

“მე რომ არ მქონდა მთავრობის იმედი, ჩემით შევედი ევროპაში”

საქართველოს ყოველდღიურად ასობით ადამიანი დატოვებს.

ქვეყნის დატოვების ძირითადი მიზეზი ადგილზე არსებული მძიმე სოციალური ფონი, სამსახურის არ არსებობა და მომავლის უიმედობაა.

ადამიანები, რომლებიც იძულებული გახდნენ საკუთარი ოჯახები, ქალაქი და ქვეყანა დაეტოვებიათ, აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე, მისი ოჯახი გადარჩენას ვერ შეძლებდა.

“სხვა გზა არ გვქონდა, 5-სულიანი ოჯახიდან ბოლოს არცერთი აღარ მუშაობდა, უბრალოდ თუ გადარჩენა გვსურდა, ოჯახიდან რომელიმეს ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა და ევროპაში წავსულიყავით. ასეა ჩემო კარგო, მე რომ არ მქონდა მთავრობის იმედი, ჩემით შევედი ევროპაში”, – აცხადებს იტალიაში მყოფი ლუიზა დოლიძე.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ემიგრაციაში წასული 99 974 კაციდან, 80 351 – საქართველოს მოქალაქე იყო, 19 568 – სხვა ქვეყნის მოქალაქე, 55 პირის შემთხვევაში – მოქალაქეობა არ არის მითითებული.

2019 წელს კი ქვეყანა 105 107 ადამიანმა დატოვა.

კომენტარები