მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოსამართლეს მიმართა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს.
“მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა. ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქართულ ენაზე მიმართვის შემდეგ მან მიმართვა უკრაინულ ენაზე გააკეთა.
“თუ მე ვერ ვიცოცხლებ, გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
კომენტარები