მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა”

“მე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა”

დეპოლარიზაციის მიზნით, მე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე, უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა, გასამდა და დამთავრდა, – ამის შესახებ  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„ეს იყო დეპოლარიზაციის მიზნით. დღეს ამ დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები. ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა ნიკა გვარამიას სასამართლო დანიშნეს, რომ ეს რეაქციები იქნებოდა და ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია. რატომ აკეთებ ამას იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა მომართული? არანაირად არ იყო საჭირო ეს, ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები