მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“მზად ვართ, მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – “ტორპედო” ხვალ “ტირანას” დაუპირისპირდება

“მზად ვართ, მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – “ტორპედო” ხვალ “ტირანას” დაუპირისპირდება

ქუთაისში, “შენგელია არენაზე”, 11 ივლისს, 21:00 საათზე, “ტორპედო” “ტირანას” დაუპირისპირდება.

კონფერენსლიგის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელმა სტივ კინმა და ასევე კაპიტანმა მერაბ გიგაურმა განაცხადეს, რომ  ისინი  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხვალინდელი თამაში “ტორპედოს” გამარჯვებით დასრულდეს.

“ეს გუნდი ნამდვილად ანგარიშგასაწევი გუნდია, თუმცა ჩვენ სრული დატვირთვით ვემზადებით ამ თამაშისთვის. ამიტომ ვფიქრობ ნაყოფიერი გამოდგება ეს შეხვედრა ჩვენი გუნდისთვის”, – განაცხადა “ტორპედოს” მწვრთნელმა სტივ კინმა.

“ტირანას” რაც შეეხება ძალიან ძლიერი გუნდია, კარგი გუნდია, მებრძოლი გუნდია, ჩვენ ვნახეთ მათი თამაშების ვიდეოები და შევისწავლეთ სუსტი და ძლიერი მხარეები და ვეცდებით, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ.  ამისთვის ბიჭები ყველანი მზად ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და შემდეგ ეტაპზე  გავიდეთ”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე მერაბ გიგაურმა.

კომენტარები