ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი და ადვოკატი ლედი ტუკვაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის ჩაერთოს ნებისმიერ მისიაში.
უფლებადამცველის თქმით, ის მზად არის, მისივე ხარჯებით ჩავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ცხელ წერტილში, როგორც მოხალისე და იმუშაოს უსასყიდლოდ.
“როგორც საერთაშორისო ემიგრაციის ცენტრის დირექტორი, როგორც წითელი ჯვრის მოხალისე, რომელსაც მაქვს საკმაო გამოცდილება-გადამზადება, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ მისიაში, ჩემივე ხარჯებით ჩავიდე ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ცხელ წერტილში, როგორც მოხალისე და ვიმუშავო უსასყიდლოდ 24/7-ზე. ამ თემაზე საუბარი მქონდა როგორც წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან ასევე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს”, – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ლედი ტუკვაძე.
24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ამ დრომდე იბომბება უკრაინული ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი კიევი, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, მოქალაქეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდა. რუსულ აგრესიას უკვე გამოეხმაურენ მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც განაცხადეს, რომ პუტინს მსოფლიო დაამარცხებს.
კომენტარები