მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს”

“მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს”

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ შევასუსტებთ კიევის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ის (ომი) შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ უკრაინის მხარდაჭერა, მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია – არა მხოლოდ სამხედრო დახმარებისთვის, არამედ ენერგომატარებლებზე, სურსათზე, ამავდროულად, ეს არაფერია იმ ფასთან შედარებით, რაც უკრაინელებს უწევთ გადაიხადონ, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ სიცოცხლეს სწირავენ. თუ პუტინი ამ ომიდან დაასკვნის, რომ მას შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოში ომის შემდეგ 2008 წელს და 2014 წელს ყირიმის ანექსიით, ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, თუ კიევი მიიღებს თანამედროვე იარაღს, გაიზრდება იმის ალბათობა, რომ “უკრაინა კვლავ შეძლებს დონბასიდან პუტინის ჯარების განდევნას”.

“ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვის დროს, მაგრამ არ გახდება კონფლიქტის მხარე. ჩვენ ვეხმარებით კიევს, მაგრამ არ გავაგზავნით ჩვენს ჯარისკაცებს უკრაინაში.

ჩვენ უზრუნველვყოფთ ალიანსის ტერიტორიის უსაფრთხოებას ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ეს არის ნათელი სიგნალი მოსკოვისთვის, რათა მას არ ჰქონდეს გაუგებრობა ჩვენი თავდაცვისთვის მზადყოფნის შესახებ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები